23.11.2024

პირობები, რომელსაც რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებისას წარუდგენს – რას ითხოვს პუტინი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების საზღვრებში, დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია – ეს არის რუსეთის პირობები, რომელსაც უკრაინას მოლაპარაკების დროს წარუდგენენ.

ამის შესახებ ლავროვმა “ალ ჯაზირასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება ვებ-გვერდზე ავრცელებს.

“ყირიმი არის თემა, რომელიც არ განიხილება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ბელარუსში უკრაინელებთან მოლაპარაკებებზე. ყირიმი რუსეთის ნაწილია. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკის და ლუგანსკის ოლქები საზღვრებში. დემილიტარიზაცია, რომელსაც უნდა გააჩნდეს პარამეტრები. ისინი ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული. საერთოდ არ უნდა არსებობდეს იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. დენაციფიკაცია, ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია დაექვემდებარა ასეთი პროცედურას,”- განაცხადა ლავროვმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია სად გაიმართება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.

დრეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი უკრაინა-ბელრუსის საზღვარზე, ბელოვეჟსკში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ავრცელებს.

„მოლაპარაკებები ნამდვილად გაიმართება, მაგრამ ადგილი სხვაა. ყველა დეტალი მოგვიანებით“, – წერს არახამია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img