დამოუკიდებელმა რუსულმა რადიოსადგურმა Эхо Москвы რადიოარხისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. რადიო ეხო მოსკვი (Эхо Москвы) ლიკვიდირებულია, რადიოსიხშირე გათიშულია, გამორთულია არხის საიტიც.
გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ მიიღო. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურის Эхо Москвы და დამოუკიდებელი გამოცემის Дождь წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, რუსულმა მედიამ უკრაინაში შეჭრას და მიმდინარე კონფლიქტს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს.
Эхо Москвы ეთერიდან სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გათიშეს.
მიუხედავად ამისა, რადიოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ სოციალურ ქსელებში არსებულ პლატფორმებზე: