23.11.2024

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა – ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით გარეთ – თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა

კრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ზელენსკის მიმართვას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ზელენსკიმ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც რუსების თავდასხმას ემსხვერპლნენ. 

“მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.

თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.

ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი – თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის”, – მიმართა ზელენსკიმ საზოგადოებას. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img