23.11.2024

ზელენსკი – შეუძლებელია მოუგო ადამიანებს, რომლებიც იარაღის გარეშე აჩერებენ სამხედრო ტექნიკას

მე აღფრთოვანებული ვარ თითოეული უკრაინელით, რომელიც აპროტესტებს, რომელიც ხელში იღებს ეროვნულ დროშას და აჩვენებს რუს სამხედროებს, რომ ისინი დამარცხდებიან, აუცილებლად დამარცხდებიან, იმიტომ, რომ შეუძლებელია მოუგო ადამიანებს, რომლებიც იარაღის გარეშე აჩერებენ სამხედრო ტექნიკას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი რუსულ სამხედრო ძალებს წინააღმდეგობას უწევს იქ, სადაც ოკუპანტებმა თავდაცვის გარღვევა და გასვლა შეძლეს.

„უკრაინელი ხალხი წინააღმეგობას უწევს იქაც, სადაც ოკუპანტებმა გასვლა შეძლეს, სამწუხაროდ, მაგრამ არა დიდი ხნით. მე აღფრთოვანებული ვარ თითოეული უკრაინელით, რომელიც აპროტესტებს, რომელიც ხელში იღებს ეროვნულ დროშას და აჩვენებს რუს სამხედროებს, რომ ისინი დამარცხდებიან, აუცილებლად დამარცხდებიან, იმიტომ, რომ შეუძლებელია მოუგო ადამიანებს, რომლებიც იარაღის გარეშე აჩერებენ სამხედრო ტექნიკას, რომლებიც უარს ამბობენ ოკუპანტის ხელიდან რამის მიღებაზე, რომლებსაც უჭირთ, განიცდიან საფრთხეს, მაგრამ არ კარგავენ ღირსებას და არასდროს არ დაკარგავენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img