23.11.2024

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ვებგვერდი “ოკუპანტი” შექმნა, სადაც რუსი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციაა მოცემული

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ოფისის სპეციალისტებმა ვებგვერდი სახელწოდებით ,,ოკუპანტი“ შექმნეს, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციაა მოცემული. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

,,ვებგვერდი ,,ოკუპანტი“ არის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ოფისის საინფორმაციო რესურსი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების შესახებ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან შეიჭრნენ “, – ნათქვამია ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, პორტალის გამოყენება შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს, კერძოდ, ჯარისკაცების ოჯახებს ან მათი ნაცნობებს პატიმრების მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

პორტალის მომსახურებით რუსი სამხედრო ტყვეების ნათესავები შეძლებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

,,ხაზს ვუსვამთ, რომ რუს სამხედროებს ექცევიან სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ კონვენციის (ჟენევის კონვენციის) შესაბამისად, კერძოდ, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ტანსაცმლით, მკურნალობით და ნორმალურ პირობებში იმყოფებიან“, – დასძინეს დეპარტამენტში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსი სამხედრო ტყვეებისთვის სრულფასოვან ბანაკებს შექმნის, „რადგან ისინი ასეულობით არიან“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img