23.11.2024

ჯონსონი – ჩვენ შევწყვეტთ რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს, გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, პუტინის დასამარცხებლად

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა. ეს ბრიტანეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის პარლამენტის თემთა პალატას უცხო ქვეყნის ლიდერი მიმართავს.

“ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ” – მიმართა ზელენსკიმ ბრიტანელებს.

ზელენსკის მიმართვის შემდეგ სხდომაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოვიდა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრიტანეთი რუსულ ნავთობს და გაზს აღარ შეისყიდის და რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინი დამარცხდეს, უკრაინა კი კვლავ თავისუფალი იყოს.

“პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად თემთა პალატამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა მოისმინა. რუსული იარაღის ქვეშ მყოფი პრეზიდენტი ზელენსკი მტკიცედ დგას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისმა მართალმა თავდაცვამ ბევრის გული დაიპყრო.

ამ წამსაც ჩვეულებრივი უკრაინელები თავიანთ სახლებს და ოჯახებს სასტიკი თავდასხმისგან იცავენ და თავიანთი თავდადებითა და სიმამაცით მილიონობით ადამიანს შთააგონებენ. დღეს ყველაზე საამაყო განცხადებაა – “მე უკრაინელი ვარ”.

ახლა დროა, გვერდით გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები. ვიცი, რომ ვლაპარაკობ მთელი პალატის სახელით – ბრიტანეთმა და ჩვენმა მოკავშირეებმა მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელი მეგობრების მომარაგებას იმ იარაღით, რაც მათ სჭირდებათ თავიანთი სამშობლოს დასაცავად.

მხარი დავუჭიროთ ეკონომიკური მდგომარეობის გამკაცრებას პუტინის ირგვლივ. ჩვენ შევწყვეტთ რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მეთოდს იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება, რომ პუტინის შეჭრა მარცხით დასრულდეს და უკრაინა კვლავ თავისუფალი იყოს”. – თქვა ბორის ჯონსონმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img