რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანდა პოლონეთის საზღვარზე მიმავალი მარტო მყოფი, პატარა უკრაინელი ბიჭი, რომელიც ტიროდა და ხელში თავისი ნივთები ეჭირა მსოფლიო შეძრა. დადასტურდა, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ბიჭს მარტოს არ გადაუკვეთავს და ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ გაცნობებთ, რომ 4 წლის ვალერის საზღვარი მარტო არ გადმოუკვეთავს, ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მედიკას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მან ოფიცრებისგან ტკბილეული მიიღო. ის ოჯახთან ერთად პოლონეთში უსაფრთხოდ იმყოფება. შეწყდეს ყალბი ამბების გავრცელება” – წერს პოლონეთის სასაზღვრო სამსახური Twitter-ზე.