უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინაში ოკუპანტებმა უფრო მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს, ვიდრე სამხედრო.
“მინდა ეს არა მარტო კიევში, არამედ მთელ მსოფლიოში გაიგონ”. – თქვა მან.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ამ დრომდე მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.