24.11.2024

ომს შეწირული ბავშვები – უკრაინაში მიმდინარე ომს 79 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსული აგრესიის შედეგად 79 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავდა.

ყველაზე მეტი დაშავებული არის კიევის, ხარკოვის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებში.

“ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის იმის გამო, რომ არ არის შესაძლებელი ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, დანგრეულია 280 სასწავლო დაწესებულება, მათგან 9 სრულად განადგურებულია. დონეცკის ოლქში დაზიანებულია 110 სასწავლო დაწესებულება, სუმში – 28, კიევში – 17.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img