24.11.2024

მარიუპოლისკენ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა მიემართება – ქალაქი 11 დღეა რუსების ალყაშია

ჰუმანიტარული დახმარების კოლონა რუსების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლისკენ მიემართება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ქალაქი ერთ კვირაზე მეტია რუსული ძალების ძლიერი ცეცხლის ქვეშ არის. ქალაქის საკრებულომ პარასკევს განაცხადა, რომ დაიღუპა დაახლოებით 1600 ადამიანი.

“მწვანე დერეფანი ღიაა. ჰუმანიტარული კოლონა ზაპოროჟიედან მარიუპოლში გაემგზავრა. 90 ტონაზე მეტი საკვები და წამალი მიდის ქალაქში, რომელიც 11 დღეა ალყაშია “-აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.

საკრებულოს განცხადებით, ზედიზედ მეორე დღეა, დახმარების კოლონას მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები შეუერთდნენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img