23.11.2024

ზელენსკი – რუსეთი კიევში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შემოსვლას, თუ ყველას გაგვანადგურებს

რუსული ჯარი კიევში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შემოსვლას, თუ ყველა უკრაინელს გაანადგურებს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“თუ იქნება ასობით ათასი ადამიანი ან ათობით ათასი სამხედრო, რომელსაც ახლა ამობილიზებს რუსეთი, და ისინი მოვლენ ასობით ან ათასობით ტანკზე – ისინი კიევში შემოვლენ. ჩვენ ამას ვხვდებით. თუ ისინი გააგრძელებენ ყველაფრის დაბომბვას და გადაწყვეტენ მთლიანად წაშალონ ამ რეგიონის ისტორიული ნაწილი – კიევის რუსეთის ისტორიის ნაწილი, წაშალონ ევროპის ისტორია – ისინი შემოვლენ კიევში. თუ ისინი ყველას გაგვანადგურებენ – ისინი შემოვლენ კიევში. თუ ესაა მიზანი, მაშინ შემოვიდნენ, მაგრამ ამ მიწაზე ცხოვრება თავად მოუწევთ, მარტოებს, ჩვენს გარეშე. ჩვენში მეგობრებს ვერ ნახავენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img