უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კომპანიებს, Microsoft-ს Oracle-ა და SAP-ს მოუწოდებს, რუსეთში თავიანთი პროდუქტების მხარდაჭერა შეწყვიტონ.
„ახლა არ შეიძლება “ნახევარი” გადაწყვეტილებები ან “ნახევარტონები”! არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი! ან მშვიდობის მომხრე ხართ, ან უჭერთ მხარს სისხლიან რუს აგრესორს უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მკვლელობაში. Microsoft, Oracle და SAP, შეწყვიტეთ თქვენი პროდუქტების მხარდაჭერა რუსეთში, შეწყვიტეთ ომი!,“- წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.