23.11.2024

მამა 5 წლის შვილის ნადირობის ფოტოებს ავრცელებს

  • განმარტება: FB ჯგუფში, რომელიც 58.000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, სურათები სახის დაუფარავად დაიდო.

ნადირობის მოყვარულთა დახურულ ჯგუფში გაწევრიანებულმა მომხმარებელმა 5 წლის შვილის ნადირობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც მცირეწლოვანი იარაღით და “ნანადირევითაა” გამოსახული.

ჯგუფის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფაქტს “გაგებით მოეკიდა” და პირიქით, მამის ამ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვმა ადრეულ ასაკშივე გაიგოს “ნადირობის გემო” და ისწავლოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ქებით შეხვდა.
ჩემი შვილიც 5 წლისაა, ერთად ვანადიროთ” “გაიხარე პატარა კაცო” “ჯერ მწყერი იქნება, შემდეგ მგელი” – ამ შინაარსის კომენტარებში იშვიათად იპოვით ისეთს, რომელიც პატარა ბავშვის უფლებებზე, ფსიქიკაზე ან ჯანმრთელობის დაცვაზე, იარაღის გამოყენებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე წუხს.

ათეულობით კომენტარს შორის, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გააპროტესტა როგორც ბავშვის ნადირობაში მონაწილეობის ფაქტი, ისე ამ მომენტის ამსახველი ფოტო-მასალის საჯაროდ გამოქვეყნება. პოლემიკა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, ნაწილი ითხოვს, რომ ავტორმა ბავშვის სახე დაფაროს, რადგან “სოციალური მუშაკების ყურადღება არ მიიქციოს” – რაზეც მშობელი პასუხობს, რომ “ეს მისი შვილია და არავის საქმე არაა, სანადიროდ წაიყვანს, სათევზაოდ თუ საქეიფოდ.

გამოქვეყნებული პოსტის ავტორი აღელვებულ ნაწილს იმით ამშვიდებს, რომ ბავშვი სანადიროდ თავისით არ წასულა და ისიც თან ახლდა..



არ გამოტოვოთ:

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img