უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ შინაარსიანი მოლაპარაკებები რუსეთის ერთადერთი შანსია.
“შინაარსიანი მოლაპარაკებები მშვიდობასა და უკრაინის უსაფრთხოებაზე – ეს რუსეთის ერთადერთი შანსია, შეამსუბუქოს საკუთარი შეცდომებისგან გამოწვეული ზიანი.
შეხვედრის დროა. ლაპარაკის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ისეთ დანაკარგს მიიღებს, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი აღსადგენად.” – აცხადებს ზელენსკი.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი “ჰუმანიტარული კატასტროფის” გამოწვევაში დაადანაშაულა, ვინაიდან თავდამსხმელებმა ჩაკეტეს მარიუპოლი, იქ მცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა საკვების მარაგებსა და წყალზე, ამასთან, მუდმივად იბომბება მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლები.
ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვმა თავის ჯარს უბრძანა, გააკეთოს ყველაფერი ჰუმანიტარული კატასტროფის გამოსაწვევად, რათა ეს უკრაინელების ოკუპანტებთან თანამშრომლობის მიზეზი გახდეს.
მისი შეფასებით, ასეთი საქციელი ომის დანაშაულებია