თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება, თუ რუსეთი ახლა არ დაისჯება, მსოფლიოს სხვა აგრესორები სხვა ომებს დაიწყებენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა კონტინენტზე, სადაც კი რომელიმე სახელმწიფო მეზობლების დაპყრობაზე ოცნებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.
ზელენსკიმ პოსტს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში რუსი სამხედროების მიერ ავიაიერიშების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოები დაურთო.