23.11.2024

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 54,5%-ით, ხოლო იმპორტი 47.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 542.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.3 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 760.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (54.5 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 1 781.7 მლნ აშშ დოლარს (47.2 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, 1 021.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

„2022 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (95.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (92.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (92.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (295.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (181.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (156.5 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (354.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (274.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (248.8 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 156.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 100.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 72.6 მლნ. აშშ დოლარით (9.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 162.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა 153.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 134.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img