23.11.2024

ირინა ვერეშჩუკი – არ შეიძლება საუბარი დანებებაზე, უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ, ამის შესახებ კი რუსულ მხარეს უკვე შეატყობინეს. რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევს.

ვიცეპრემიერი რუსეთს მიმართავს, დანებებაზე საუბრის ნაცვლად დერეფანი გახსნას.

“არ შეიძლება საუბარი რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: “8-გვერდიან წერილზე დროის ხარჯვის ნაცვლად დერეფანი გახსენით”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლში “საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა” განვითარდა და ქალაქს “მაცხოვრებლების გადარჩენას” სთავაზობს, ამისთვის კი დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება, უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img