23.11.2024

ზელენსკი – საჭიროა ყველას განადგურება, მაშინ რუსეთის ულტიმატუმი ავტომატურად იქნება შესრულებული

უკრაინას არ შეუძლია შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, რადგან მის შესასრულებლად აუცილებელია უკრაინელი ხალხის სრულად განადგურება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორ შეიძლება ამის გაკეთება? საჭიროა ყველას განადგურება, მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად იქნება შესრულებული. მაგალითად, „მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი“. არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები, არც პრეზიდენტი – ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას. ჩვენ ამას ოკუპირებულ ქალაქებშიც ვხედავთ. როდესაც რუსები შემოდიან, ხალხი არ აძლევს მათ ამ ქალაქებს. ისინი დროშებს კიდებენ, ადამიანები კი ხსნიან. მათ მოკლეს ადამიანი, ადამიანები მიიმალნენ, მაგრამ ღამით გამოვიდნენ და ისევ ჩამოხსნეს დროშა. რა გინდათ თქვენ? ჩვენი განადგურება? ჩვენ შევძლებთ ულტიმატუმის შესრულებას მხოლოდ მაშინ, როდესაც აღარ ვიქნებით“ , – განაცხადა უკრაინის მეთაურმა.

მანვე აღნიშნა, რომ ულტიმატუმები უკრაინასთან ომის პროცესში რუსეთს არავითარ შედეგს არ მოუტანს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img