23.11.2024

დავით უსუფაშვილი – მივმართავ პრეზიდენტს და პრემიერს, ასე არ შეიძლება!

ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა მარტივი არ არის – ვისაც გეგონათ, რომ მარტივი იქნებოდა, არ დაიჯერეთ, რომ მარტივი არ არის! შესაძლოა, ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც საჭიროდ თვლით, მაგრამ ამას საკანონმდებლო პოლიტიკური ბრძოლით კი არა, იქნებ ყველამ ერთად სხვანაირად მოვუაროთ – მივმართავ პრეზიდენტსა და პრემიერს, ასე არ შეიძლება! – ამის შესახებ განცხადება პოლიტიკურ ჯგუფ “ლელოს“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა

უსუფაშვილმა მმართველ გუნდს მუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი საკითხების განხილვის დაწყებისგან, რომელიც ვითარებას უფრო გაამწვავებს და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვის შეყოვნების წინადადებით მიმართა.

“ყველა სამართლებრივ საკითხს პოლიტიკური კონტექსტი აქვს. არსებობს პოლიტიკური საკითხის დასმის დრო და ადგილი. წინა კვირის განმავლობაში სახელისუფლო გუნდის მხრიდან იყო განცხადებები იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მერე ითქვა იმპიჩმენტი აღარ… შემდეგ ითქვა წავალთ სასამართლოში – ამ კონტექსტში და ამ ვითარებაში ე.წ. საკანონმდებლო ხარვეზის წამოწევა პოლიტიკურად არასწორია. ამ ვითარებაში, ამ პოლიტიკურ გარემოში აღნიშნული თემის წამოწევა, საკითხს პოლიტიკურ თემად აუცილებლად აქცევს, რაც ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება. აუცილებელია პრეზიდენტისა და მთავრობის ხმაშეწყობილი და კოორდინირებული საქმიანობა. ჩანს, რომ არის სერიოზული პრობლემები. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის პრობლემებია და ამან ქვეყანა დააზარალა. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა მარტივი არ არის. ვისაც გეგონათ, რომ მარტივი იქნებოდა, არ დაიჯერეთ, რომ მარტივი არ არის და შესაძლოა ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც თვლით საჭიროდ, მაგრამ ამას საკანონმდებლო პოლიტიკური ბრძოლით კი არა, იქნებ სხვანაირად მოვუაროთ ყველამ ერთად და ევროინტეგრაციის, მშვიდობის შენარჩუნებისა თუ თავდაცვის განმტკიცების საკითხები სამუშაო ვითარებაში გადავიყვანოთ. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ყოველ დღე ნახევარი საათი რომ ისაუბრონ, ამაში გადავიყვანოთ და არა იმ ვითარებაში, რომ საერთოდ აღარ ილაპარაკონ. მგონი, აღარც ლაპარაკობენ – მივმართავ პრეზიდენტსა და პრემიერს, რომ ასე არ შეიძლება!“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img