უკრაინის პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მიკოლაევის პორტი დაბომბეს.
„დღეს მიკოლაევის საზღვაო პორტი დაიბომბა. შედეგად პორტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.