რუსი ოკუპანტების აგრესიას, ომის დაწყებიდან დღემდე, 144 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 220-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად, ყველაზე მეტი ბავშვი [მარიუპოლს მიღმა] უკრაინის დედაქალაქ კიევში დაშავდა – 68, ხარკოვში – 49, დონეცკი – 54, ჩერნიგოვი – 38, ნიკოლაევი – 30, ლუგანსკის – 28, ზაპოროჟიე – 22, ჟიტომირი – 15, სუმი – 15, ხერსონის ოლქში – 25.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 773 სასწავლო დაწესებულება, მათგან 75 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურა დაზიანდა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაივში, სუმიში, ხერსონში, და კიევში.
“მონაცემები საბოლოო არაა, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლებელია”. – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.