23.11.2024

მძღოლს, რომელიც შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

შარტავას ქუჩაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ავარიის შედეგად დაშავდა 8 წლის ბავშვი.

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც მართავდა BMW-ს მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ სიჩქარეს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადავიდა, რა დროსაც დაეჯახა მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად მან საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, ავარდა ტროტუარზე და დაეჯახა ქვეით არასრულწლოვანს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img