ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს, რომ თურქეთში მიღწეული შეთანხმების წყალობით, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გავცვალეს.
“მიღწეული შეთანხმების წყალობით, დღეს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გავცვალეთ. ჩვენ 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება მოვახერხეთ, რომელთაგანაც 15 ქალია. უკრაინა თავისი თითოეული მოქალაქისთვის ბოლომდე იბრძოლებს.” წერს არახამია.