ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები ქალაქიდან გააძევეს. დასახლების გათავისუფლება გუშინ, 31 მარტს დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს დღე ბუჩას დიდებულ ისტორიაში შევა“, – განაცხადა ბუჩას მერმა.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ ბუჩადან უკან დახევის მიუხედავად აგრესორებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, დასახლებული პუნქტები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.