24.11.2024

ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება.

ბათუმში საკრებულოს ახალი წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეწოლა განახორციელეს, რათა საკრებულოში ქართულ ოცნებას შეერთებოდა, რითაც ეს უკანასკნელი უმრავლესობას ჩამოაყალიბებდა.

რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რადგანაც დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რუსთავის მერი გახდა.

ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით.

ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები არიან ქართული ოცნებიდან რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე.

რაც შეეხება რუსთავს, “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი დაასახელა. ოპოზიცის კანდიდატურა “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გახლდათ, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ომის პირობებში საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებდა და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ არჩევნები გადაედო. ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img