23.11.2024

მარიუპოლში სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე ბუჩაში – დმიტრო კულება

“ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვიხილეთ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მარიუპოლში სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე ბუჩაში.

“მე შემიძლია გითხრათ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თუმცა უდიდესი მწუხარებით, რომ სიტუაცია მარიუპოლში კიდევ უფრო უარესია, იმასთან შედარებით, რაც ბუჩაში და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში ვიხილეთ“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტნიორებს სანქციების გამკაცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img