23.11.2024

რუსული ჯარი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევისთვის და ხარკოვის აღებისთვის ემზადება – უკრაინის თავდაცვა

რუსული საოკუპაციო ჯარი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევისთვის და ხარკოვის აღებისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„გრძელდება რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია თავდასხმითი ოპერაციებისთვის მომზადებაზე, რომელთა მიზანსაც უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევა და ხარკოვის აღება წარმოადგენს“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებას და რუსეთის აღმოსავლეთის და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან დამატებით ქვედანაყოფებს უკრაინის საზღვრებთან აგზავნის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img