საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა და დღეიდან მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერის“ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაპირველად 15 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კი,”ფაიზერის” წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტების ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/content/949618f0-f44b-424d-b8b7-d53c8651c629?fbclid=IwAR1LA4bty3KgM9scBrSUWpU5esEWyfTCeVu1HDoRcDRiHP25tl5TwmZ-XWA
„ფაიზერთან“ ერთად, ქვეყანაში „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაც მიმდინარეობს.
ასევე, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა აპრილის თვეშიც გრძელდება:
✅ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
✅ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
✅ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/
✅აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.
✅COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს
ცნობისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა, რის გამოც რამდენიმე დღე „ფაიზერით“ აცრა შეჩერებული იყო. „ფაიზერის“ ახალი დოზები ქვეყანამ გუშინ მიიღო.