გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წებრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93-მა წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ გენერალური ასამბლეა „შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას“.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, იყო აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, თავად უკრაინა, საქართველო და ა.შ.
ჩინეთი, სირია და ბელარუსი მათ შორის იყვნენ, ვინც წინააღმდეგ წავიდა.