24.11.2024

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის შვილიშვილმა “ალტ-ინფოს” ბანერი ჩამოხსნა და უკრაინის დროშა გადმოფინა

ოზურგეთში პრო-რუსული ორგანიზაცია “კონსერვატიული მოძრაობის” მიერ თაყაიშვილის ქუჩაზე ნაქირავები საცხოვრებელი სახლის მეპატრონის შვილიშვილმა ჭიშკარზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გადმოფინა.

მისი თქმით, ფართის მიქირავების შესახებ არ იცოდა და “ალტ-ინფოს” ოფისის გახსნის საშუალება მისმა ბებიამ მისცა, რომელიც, მისივე თქმით, “გააცურეს”.

ამ წუთებში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს, სადაც “კონსერვატიულმა მოძრაობამ” ფართი იქირავა სამართალდამცავები იცავენ. პრორუსული მოძრაობის წევრები რჩებიან სახლის ეზოში, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ოზურგეთში პრორუსული ორგანიზაციის გახსნას, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img