23.11.2024

შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვიზიტი დროში და ფორმატში შემჭიდროებული იქნება.

„გვესმის, რომ უკრაინაში ომია და ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი. შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტი არის მოკლევადიანი და შემჭიდროებული, მე ეს ჩემს უკრაინელ კოლეგასაც ვუთხარი. დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან, ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილი. მაქვს გარკვეული მოსაზრებები. ხომ არ შეიძლება, რომ ფორმას მივანიჭოთ მნიშვნელობა და შინაარსი გამოვაცალოთ?! მთავარია, რომ ეს იქნება პარლამენტის თავმჯდომარის და შესაბამისად, მაღალი დონის ვიზიტი, თუმცა, უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროში და ფორმატში შემჭიდროებული იქნება. ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის ადგილზე გამოცხადება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img