უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან საუბრის შემდეგ წერს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები ამოიწურა.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზაობა, ეწვიოს უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.
ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები ამოიწურა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს.” – წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.