23.11.2024

ზელენსკი – თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება

თუ რუსეთის ფედერაცია გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის თაობაზე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ პროცესის მიმართ ნდობა აღარ არის.

„მინდა ვთქვა, რომ მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას წერტილს დაუსვამს. ეს „მკვდარი კუთხეა“, რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ხალხით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების გაყვანის მიზნით სურს, თუმცა ეს რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img