უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ მონაცემებს გაერო ავრცელებს.
გაეროს მონაცემების თანახმად, დაღუპული 2 072 მშვიდობიანი მოქალაქიდან 169 ბავშვია. ამასთან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 818 პირი დაშავდა, დაშავებულებს შორის 272 ბავშვია.
გაერო იუწყება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალება გამოწვეული იყო სარაკეტო დარტყმებით, მათ შორის მძიმე არტილერიიდანაც.
OHCHR მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან საომარი მოქმედებების გამო ზუსტი მონაცემის დადგენა ვერ ხერხდება.