უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდია იმის რისკი, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები საერთოდ დაიხუროს. ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონელ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზია ის შედეგები, რომელსაც რუსეთი ტოვებს ყველგან, სადაც იმყოფებოდა.
„ისეთი შეგრძნებაა, რომ მათ მკვლელობის სახელმძღვანელო აქვთ და ყველგან ერთნაირად მოქმედებენ. ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების ტემპი ძალიან დაბალია. დიალოგი მიმდინარეობს ვიდეოფორმატში. როცა ჩვენი წარმომადგენლები რაღაც წინადადებებს ამზადებენ, მე მაინტერესებს, რაზე იყო საუბარი, რუსული დელეგაციაც საუბრობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იქ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს. ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მხოლოდ პრეზიდენტების მოლაპარაკებებია საჭირო“, – აცხადებს ზელენსკი.