რუსებმა უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან ასეულობით ათასი ტონა მარცვლეული მოიპარეს, – ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ტარას ვისოცკიმ განაცხადა.
უკრაინის ეროვნულ ტელევიზიასთან საუბრისას, მან შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის უმეტესი ნაწილი შეიძლება რუსეთის ძალებმა კიდევ გაიტანონ.
28 აპრილს, ხუთშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარცვლეულის ქურდობაში დაადანაშაულა.
უწყების ცნობით, ეს აღნიშნული გლობალური სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს აჩენს.