23.11.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალები – დაღუპული სტეფან ტარაბალკა “კიევის აჩრდილი” არ არის

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ცნობით, უკრაინელი გმირი სტეფან ტარაბალკა არ არის “კიევის აჩრდილი” და გავრცელებული ცნობები “კიევის აჩრდილის” დაღუპვის შესახებ, რომელიც მედიის ცნობით სტეფან ტარაბალკა იყო, რეალობას არ შეესაბამება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ ინფორმაცია, რომ “კიევის აჩრდილი” გმირულად დაღუპული პილოტი, სტეფან ტარაბალკა არაა, ტელეგრამით ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ ვთხოვთ უკრაინის საზოგადოებას ნუ იტყვიან უარს ინფორმაციული ჰიგიენის ელემენტარულ წესებზე, ნუ აურევენ სასურველსა და რეალურს და შეამოწმონ ინფორმაციის წყარო მის გავრცელებამდე. უკრაინის გმირი, სტეფან ტარაბალკა არ არის “კიევის აჩრდილი” და მას არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი.

2022 წლის 13 მარტს მაიორი სტეფან ტარაბალკა გმირულად დაიღუპა საჰაერო შეტაკებაში, რუსი ოკუპანტების რიცხობრივად ჭარბ ძალებთან“ – წერია განცხადებაში.

იმავდროულად უკრაინამ აღნიშნა, რომ “კიევის აჩრდილი” როგორც ერთი, კონკრეტული პიროვნება არ არსებობს და უფრო მეტად ურბანული ლეგენდაა, ვიდრე რეალური ამბავი. 

შეგახსენებთ, 29 აპრილს, ბრიტანულმა გამოცემამ The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “კიევის აჩრდილი” დაღუპა. გამოცემის ცნობით, ლეგენდარული გმირი სტეფან ტარაბალკა იყო და მის ბიოგრაფიასთან ერთად, მფრინავის დაღუპვის შესახებ იყო მოთხრობილი.

უკრაინული მედია და შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ “კიევის აჩრდილი” ურბანული ლეგენდაა უკრაინის სამხედრო პილოტზე, რომელმაც უკრაინული ძალების MiG-29-ით კიევში, რუსეთის შეჭრიდან პირველი 30 საათის განმავლობაში ოკუპანტების 6 თვითმფრინავი ჩამოაგდო.

„კიევის აჩრდილი მითიური სუპერგმირია, ვისი პერსონაც უკრაინელებმა შექმნეს! ეს უფრო მეტად კოლექტიური სურათია საჰაერო ძალების მე-40 საავიაციო ტაქტიკური ბრიგადის, რომელიც დედაქალაქის ცას იცავს და მყისიერად იქ ჩნდება, სადაც მას არ ელიან“ – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img