თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი წყლითაა დაფარული და მანქანებს გადაად გილება უჭირთ. დატბორილია გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაც. მოძრაობა შეფერხებულია ასევე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.
გარდა ამისა, თბილისის რამდენიმე უბანში სარდაფებში წყალი ჩავიდა.