საქართველოში კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაციას ქვეყანაში მიმდიმარე კოვიდსტატისტიკაზე მედიას და საზოგადოებას კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს მიაწვდიან.
“ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
დღეს, 3 მაისს, პირველი დღეა, როცა ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები არ განახლებულა.
ბოლო მონაცემებით, 2020 წლის 26 თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტის დადასტურებიდან, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 221 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 811 ადამიანი.