უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინული შენაერთებზე თავდასხმას – კვლავ ბომბავენ “აზოვსტალის” ქარხანას.
“მტერი აგრძელებს ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას აზოვსტალის ქარხანაში, საარტილერიო და სატანკო ცეცხლით აგრძელებს თავდასხმას. ასევე, რუსეთი აგრძელებს თავისი ჯარისკაცებისთვის იარაღის, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალის, საწვავის და საპოხი მასალების მიწოდებას”. – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.