დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში (2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით) საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 745 შემთხვევა გამოვლინდა,გარდაიცვალა 8 ადამიანი.
მათი ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.66%.
ცნობისათვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ცხადდება.