ქალაქ იზიუმში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„დროებით ოკუპირებულ იზიუმში 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტის პირველ დეკადაში გაანადგურეს, 44 გარდაცვლილი სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ეს ომის მორიგი საშინელი დანაშაულია ჩადენილი რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! ჩვენ ვაფიქსირებთ ყოველ ასეთ დანაშაულს და ყოველი დანაშაულისთვის ისინი საფასურს გადაიხდიან“,- განაცხადა სინეგუბოვმა.