23.11.2024

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი ვერ გახდება შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში – საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა

ევროკავშირი ვერ გახდება შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არა. რუსები ამას არ მიიღებენ, ისევე როგორც ჩვენ არ მივიღებთ რუსეთს შუამავლად”, – განაცხადა ბორელმა კითხვაზე, შეუძლია თუ არა ევროკავშირს შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. ამასთან, მან დასძინა, რომ “ჩინეთი ასევე არ არის შესაფერისი, რადგან ის რუსეთისკენ არის მიდრეკილი. თურქეთი კი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მას კარგი ურთიერთობა აქვს ორივე მხარესთან”.

ბორელის თქმით, საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა და მოლაპარაკების შედეგი მხოლოდ უკრაინამ, რუსეთმა და შუამავალმა უნდა განსაზღვრონ.

გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე შეეცდება რუსეთის ეკონომიკის შესუსტებას და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img