23.11.2024

ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერი – ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს

დღეს, 12 მაისს გაკეთებულ  ერთობლივ განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე და პრემიერმინისტრი, სანა მარინი ამბობენ, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ – ეს სკანდინავიური ერს, რომელსაც რუსეთთან საზღვარი აქვს, ერთი ნაბიჯით მიაახლოვებს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას.

როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

“გაზაფხულზე მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა ფინეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების შესახებ. იმისთვის, რომ პარლამენტსა და საზოგადოებას საკითხზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, დრო იყო საჭირო. დრო იყო საჭირო NATO-სა და მის წევრ ქვეყნებთან, ისევე, როგორც შვედეთთან მჭიდრო საერთაშორისო კონტაქტებისთვის.

NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი NATO-ში გაწევრიანებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ნაბიჯები სწრაფად, მომდევნო რამდენიმე დღეში გადაიდგმება”, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივ განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა გადაწყვეტილებას გადახედეს და აქტიურად დაიწყეს საუბარი ალიანსთან შეერთებაზე.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img