რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას “ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსში რადიკალურ ცვლილებას” უწოდებს.
როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, რუსეთი იძულებული იქნება გადადგას საპასუხო ნაბიჯები როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვაგვარი ხასიათის.
“NATO-ს მიზანი, რომლის წევრმა ქვეყნებმა მტკიცედ დაარწმუნეს ფინური მხარე, რომ ალიანსში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობდა, ნათელია – გააგრძელოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, შექმნას ჩვენი ქვეყნის სამხედრო საფრთხის კიდევ ერთი ფლანგი”, – ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.
ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.