23.11.2024

უკრაინის გენშტაბი – ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ

რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ახორციელებდნენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვას დოვგენკეს, დოლინას და ჰუსარივკას დასახლებებში.

ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა ჩაატარეს საჰაერო დაზვერვა „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ხარკოვის რეგიონის იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას დასახლებების ტერიტორიებზე.

„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებში მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, არტილერია, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენების მიზნით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება კომიშუვახას, კრასნოჰორივკას, ნოვომიხაილივკას, კოსტიანტინივკასა და პობედას ტერიტორიებზე, თუმცა წარმატების გარეშე.

„ქალაქ მარიუპოლში მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკადას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ახორციელებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს.

ზაპორიჟიეს მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები ოკუპანტების მიერ მრავალდონიანი თავდაცვის ასაშენებლად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 5 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 6 ჯავშანტექნიკა და 7 მანქანა.

„გასული დღის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა „ორლან-10“ ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,”- აცხადებენ გენშტაბში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img