უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დადებით რეაქციას ეხმაურება იდეასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის დაყადაღებული აქტივები უკრაინას გადაეცეს სახელმწიფოს აღდგენის მიზნით.
„დეტალების შესახებ საუბარი არ შემიძლია, ვიტყვი მხოლოდ ერთს – კარგად შემოდის იდეა, რომ რუსული აქტივების არა მხოლოდ დაყადაღებაა საჭირო, არამედ მათი უკრაინისთვის გადაცემა ჩვენი სახელმწიფოს აღდგენისთვის“, – აცხადებს კულება.
მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ ადასტურებს მზადყოფნას, მონაწილეობა მიღოს უკრაინის აღდგენაში, კერძოდ, ქალაქების, ობიექტების, ასევე რეგიონების რეკონსტრუქციაში, რომლებიც ომმა დაანგრია.
კულება იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სამუშაოები შესაბამისი სახით დასრულდება.