ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 9-დან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 1 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
სულ ჩატარდა 97 625 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.62%.
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით გარდაიცვალა 16 822 ადამიანი.
სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას NCDC კვირაში ერთხელ, სამშაბათობით აქვეყნებს.