23.11.2024

ბრიტანეთის დაზვერვა – რუსეთმა უკრაინაში იმდენი დანაკარგი მიიღო, რამდენიც სსრკ-მ ავღანეთში 9-წლიანი ომის დროს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად პირველ სამ თვეში რუსეთმა, სავარაუდოდ, დაღუპულთა იმავე რაოდენობა განიცადა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს.

“დანაკარგების ასეთი მაღალ მაჩვენებელი, რომელიც დონბასში შეტევის დროს იზრდება, რუსეთის არმიის ცუდმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა, შეზღუდულმა საჰაერო დაცვამ, მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობამ გამოიწვია.

რუსეთის საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ ომისგან გამოწვეული მსხვერპლის მიმართ მგრძნობიარეა. უკრაინაში მსხვერპლის ზრდასთან ერთად კი ეს ფაქტი უფრო აშკარა ხდება და შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილებაც გაიზარდოს”. – წერია ანგარიშში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img