გაბრიელ სალოსის გამზირზე გაზსადენზე ავარიის გამო 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდა ბოგდან ხმელინცკის ქ. 13ა-თან (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი) მიწისქვეშა საშ/წნევის გაზსადენზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზმომარაგება შეუწყდა გარდაბნის გზ. 24ა, ქინძმარაულის ქ. 6ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ქინძმარაულის, მარელისის (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზ-ისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას, აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს ,,ოთო”, ფ/პ ნათია ჯანიაშვილი, შპს ,,თავთავი”,შპს ,,კამელინი”, შპს ,,ორბელი 91”, მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა ,,დავითიანი”), ნაკადულის ქუჩაზე – ი/მ დავით ხაბაზაშვილი, სკოლა # 82, გარდაბნის გზ-ზე – # 78 საჯარო სკოლა, ქინძმარაულის II შეს-ში – 126 ბაგა-ბაღი, ი/მ ნ. ტალახაძე, საჯარო სკოლა # 106 და სხვა.
“ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გაზმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.